პოლიტიკა

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა

21.03.19 14:15


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინდელ პარლამენტში, გამართულ პლენარულ სხდომაზე სამინისტროს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და აპრილში პასპორტების და ID მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია დაანონსა.

მისი თქმით, აღნიშნული აქციით მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ, რომელთაც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობი აქვთ.

"შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ ეს არის კიდევ ერთი აქცია" - აღნიშნა მინისტრმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები