პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება

21.03.19 17:45


ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დათქმულ ვადაში ვერ განხორციელდება.

მაია ცქიტიშვილმა მიანიშნა იმაზეც, რომ კონსორციუმმა ვერ მოახერხა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ინვესტორებთან მოლაპარაკება.

„8 ძირითადი პუნქტი, რომელიც არის წარმოდგენილი არის მიმართული იმაზე, რომ სახელმწიფოს უფლებები იყოს შეზღუდული. კონსორციუმის რისკები იქნას მაქსიმალურად დაზღვეული და ბანკები იყვნენ დაზღვეული სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი შემოსავლების შემცირების ან ნებისმიერი ინვესტორის რისკის შემთხვევაში. რაც უნდა ყოფილიყო ყოველთვის ინვესტორის და კონსორციუმის მხარის რისკი და ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ ცვლილებებზე დავთანხმდებით სახელმწიფოს უწევს ინვესტორის კომერციული რისკების აღება და პრაქტიკულად სესხის სრულად უზრუნველყოფა, რის გაკეთებასაც არ ვაპირებდით. იმის გამოც რომ არ ვაპირებდით ამიტომაც გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა ამ პირობებით. აპრილის დასაწყისში გაიმართება მორიგი შეხვედრა სახელმწიფოსა, ბანკებსა და კონსორციუმს შორის სადაც ასევე უნდა ვეცადოთ პოზიციების დაზუსტება და შეჯერება და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ ამ თემასთან დაკავშირებით,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.






წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები