პოლიტიკა

კანონი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ – ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილი რელიგიურ კონფესიებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

22.03.19 11:00


კანონი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილი ინიციატივა – „ბიბლიური საქართველო“ კანონპროექტის უკან საქართველოს საპატრიარქოს ხედავს.

პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გაერთიანების წევრია ამბობს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რელიგიურ კონფესიებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ირაკლი სესიაშვილს სურს დაითანხმოს ისინი კანონის ისეთ მოდელზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პრივილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია „ბიბლიური თავისუფლების” გარდა.

„ბიბლიურმა თავისუფლებამ უბრალოდ ეს ინფორმაცია გააჟღერა. ჩვენ გვგონია, რომ როდესაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ასეთი რაღაცეებით არის დაკავებული ეს თავისთავად უკვე სირცხვილია. გვგონია, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი და არ გვჯერა, რომ რომელიმე რელიგიური კონფესია ამაზე წავა. უნდა ესმოდეს, რომე ეს არ არის გარიგება ირაკლი სესიაშვილთან, ეს არის გარიგება საქართველოს საპატრიარქოსთან, რომელი ინსტიტუტის დამსახურებაცაა, რომ ისინი არიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ისინი ამით უფრო გააღრმავებენ ამ დისკრიმინაციას, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაიგდებენ საკუთარ თავს,“-აცხადებს ჯაფარიძე.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები