პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა

22.03.19 11:15


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას და მის პოლიტიკურ მრჩეველს პიეტრო გუასტამაკიას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა მიულოცა.

რუდოლფ მიხალკა 2014 – 2018 წლებში საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა, 2018 წლის 1 სექტემბრიდან კი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელია.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები