საზოგადოება

შეფერხება მეტროსადგურებზე - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

22.03.19 11:30


მეტროსადგურებზე შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

„მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა.

აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. შეფერხება გაგრძელდება 10-15 წუთი.

საბურთალოს ხაზზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“- ნათქვამია განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები