პოლიტიკა

გივი მიქანაძე, სამუშაო ვიზიტით, შავი ზღვის აუზის “ნატოს” წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსებს ეწვია

22.03.19 13:00


საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, სამუშაო ვიზიტით, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ესტუმრა. გივი მიქანაძემ პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. ვიზიტის მიზანს შავი ზღვის “ნატოს” წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარლამენტის აპარატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები გამოიკვეთა.

გივი მიქანაძემ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებს მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტში “ნატოს” საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან თანამშრომლობით დაგეგმილ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. კონფერენციის მიზნად განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონის “ნატოს” წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის რეგიონულ დონეზე სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული აქტივობების განხილვა.

მხარეები შეთანხმდნენ – ახლო მომავალში, საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, გააგრძელონ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. ყველა პარტნიორი მიესალმა საქართველოს პარლამენტის აპარატთან ორმხრივი თანამშრომლობის დაწყებასა და რეგიონალურ ჭრილში თანამშრომლობის სურვილს.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები