პოლიტიკა

ბახტაძე-ოპოზიციას: დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა

22.03.19 14:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მტკიცება, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფარგლებში ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ დასმული შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, „უნდა დავაზუსტოთ გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი“.

„კითხვის დასმაში დევს მცდელობა რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. არის მცდელობა, რომ საზოგადოებას შეუქმნათ განცდა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად.

გასაგებია,რომ არსებობს ჩვენს შორის ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურია და სხვანაირად ვერ იქნება. ბევრი საკითხი გვაქვს, რომლებზეც ვერასდროს ვერ შევთამხდებით.

ამავე დროს ძალიან კარგად მესმის და ვაფასებ ოპოზიციის მნიშვნელობას და როლს, ამიტომ მზად ვარ მოვისმინო ობიექტური შენიშვნები, წინადადები, მწვავე კრიტიკა იმ შემთხვევაში თუ ეს ნაკარნახევი იქნება საქმისადმი გულშემატკივრობით.

ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა. თქვენი მტკიცება რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის თვალსაზრისით არ შეესაბამება სიმართლეს“,-განაცხადა ბახტაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები