ეკონომიკა

ქართული ღვინო ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

22.03.19 15:20


ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში 21-23 მარტს ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. ამის შესახებ ,,პირველს" ღვინის ერობნული სააგენტოდან აცნობეს.

„The China Food & Drinks Fair“ 1955 წლიდან იმართება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება ჩინეთში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ გამოფენაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.

გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოფენა წელსაც კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა: გაფორმდა ახალი საექსპორტო ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან.

ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 600 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები