პოლიტიკა

ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

22.03.19 16:30


დეპუტატი ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

ოდიშარია კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ წარადგინა და პარლამენტმა 97-ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კვაჭანტირაძის აღნიშნული თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი განცხადებით დატოვა.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები