პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება - მან ერთი პოლიტიკური პარტია შეიყვარა და დღემდე ვერ გადაიყვარა

22.03.19 17:30


ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება - მან ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეიყვარა და დღემდე ვერ გადაიყვარა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის აზრით, ფადი ასლის განცხადებები ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით მიკერძოებულია. მისივე თქმით, ის ბიზნეს კომპანიები, რომელთა სიაც ფადი ასლიმ გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაიფურჩქნა.

„2012 წლის შემდეგ ბიზნესის თავისუფლება არის სახელმწიფოს მთავარი მიღწევა. მანამდე იყო ათი ათასობით ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა ფორმით ქონება წაართვეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები