პოლიტიკა

გიორგი გახარია - განწყობილი ვიყავი სერიოზულ თემაზე, სერიოზული საუბრისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ეს იყო გარკვეული ინტერპრეტაციების ველი

22.03.19 18:00


ჩემი აქ ყოფნა, ისევე როგორც პრემიერის, განპირობებული იყო სერიოზულ თემაზე, სერიოზული საუბრისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ეს იყო გარკვეული ინტერპრეტაციების ველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით კრიმინალი შემცირებულია და როგორც აღნიშნა, სტატისტიკაში რიგი მატება სამინისტროს მხრიდან წარმოებული და გასაჯაროებული მონაცემების დამსახურებაა.

"ჩემი აქ ყოფნა, ისევე როგორც პრემიერის, განპირობებული იყო სერიოზულ თემაზე, სერიოზული საუბრისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ეს იყო გარკვეული ინტერპრეტაციების ველი. რაც შეეხება კრიმინოგენურ მდგომარეობას, ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც მივედით შს სამინისტროში, ვთქვით, რომ პრობლემა თუ გვინდა მოვაგვაროთ, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება და სწორედ ამიტომ ავიღეთ ვალდებულება, რასაც ბევრი არ იჯერებდა - სტატისტიკის სრული გამოქვეყნება, რაც გავაკეთეთ. გარწმუნებთ, სრულად ვიზიარებდი რამხელა წნეხის საშუალებებს ვაძლევდით ოპონენტებს, მაგრამ ეს გავაკეთეთ, რადგან სხვანაირად პრობლემის გრძელვადიანი მოგვარება შეუძლებელია. რაც შეეხება მდგომარეობას, მძიმე დანაშაულში გვაქვს ან უცვლელი მდგომარეობა ან კლება. დანაშაულები როგორიცაა მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება - გვაქვს კლება," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები