საზოგადოება

აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარბორბალამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა

22.07.16 16:25


20 ივლისს ქარბორბალამ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ აკაურთაში, ტანძიასა და დისველში 20-მდე საცხოვრებელ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა. განადგურდა მიწის სავარგულები, ხეხილი და ვენახი. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ ძველ ქვეშსა და ტანძიაში. სოფელ დისველში კი 50 ჰა მარცვლეული კულტურა მთლიანად არის განადგურებული.

მოქალაქეთა განაცხადებების საფუძველზე სამუშაო ჯგუფი თითოეული სახლის მდგომარეობას შეისწავლის, რის მერე დაზარალებულებს მატერიალურ დახმარებას გაუწევენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები