პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა

16.05.16 0:10


საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს ყრილობაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს თბილისში, გვატყობინებს ჩვენი კორესპონდენტი ყრილობიდან.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე… მზად ვარ ვემსახურო სამშობლოს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მას მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის წინამორბედებს — ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც ყრილობას ესწრებიან.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 28


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები