ანალიტიკა

ახლა ირანელებმა რომ მოგვთხოვონ შაჰ აბასის ბიუსტის ან მონღოლებმა ჩინგიზ ყაენის ძეგლის დადგმა, რა მიზეზით უნდა ვუთხრათ უარი?!

05.04.19 10:00


“მცოცავი ოკუპაცია” _ ტერმინი, რომელიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა ჩვენთან და რომელსაც მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მისამართით იყენებენ პოლიტიკოსები თუ სამოქალაქო აქტივისტები. საზოგადოდ, რუსეთის გინება მოდურია, იმიტომ, რომ, რაც უნდა გააფუჭო, საკმარისია, შემდეგ რუსეთს აგინო, მტრად გამოაცხადო, აუცილებლად იხმარო ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია” და მორჩა _ გრანტსაც მიიღებთ, ხბოს აღტკინებით შემოგხედავთ ბრბო და მანამდე ჩადენილი ცოდვებიც მიგეტევებათ.

სამაგიეროდ, არავინ ამბობს იმას, რომ მცოცავი ოკუპაცია “მოძმე” სომეხი სახელმწიფოსგანაც, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული სოფელი ბურმა “კეთილმა მეზობლებმა” ნელ-ნელა მიითვისეს და ისე გამოვიდა, რომ სამი ოჯახი უკვე სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული (ჰო, სომხეთის საზღვრებში) და ხმას არავინ იღებს. ხმას არავინ იღებს იმაზეც, რომ ივერიის ღვთისმშობლის ქართულ ჰუჯაბის მონასტერს სომხები ისაკუთრებენ. ეს მაშინ, როცა მეუფე გიორგის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის წოდება აქვს და აღნიშნული მონასტერიც მის ეპარქიაში შედის. ისიც ვთქვათ, რომ მეუფე, აგერ უკვე მერამდენე წელია, ქართულ საქმეს აკეთებს და აკეთებს უხმოდ, ჩუმად, მაგრამ ჯიუტად და შემართებით, ამიტომ არ შეიძლება ის და, საზოგადოდ, იქ მცხოვრები მოსახლეობა ბედის ანაბარა დავტოვოთ.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, ამ ყველაფერზე რატომ დუმს საქართველოს ხელისუფლება; რატომ არაფერს ამბობს თუნდაც იმ განცხადებაზე, რომელიც სომხურმა ორგანიზაცია “კრუნკ”-მა შეიმუშავა და საჯაროდ გაავრცელა. განცხადების ტექსტის მწარე სიმართლე და სომხეთა მიერ ქართველების გენოციდის აღიარება სრულად რომ შეიგრძნოთ, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, სომხები, აფხაზეთის ძირძველი მაცხოვრებლები ვართ. უძველესი დროიდან სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნაში. სომხები აფხაზეთში მოძმე აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, თურქი თუ არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. ჩვენ აფხაზებთან ერთად, აფხაზეთის საზღვრები სურამის უღელტეხილამდე გავაფართოვეთ. რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი უფლებები ილახებოდა, სომეხ საზოგადოებას კულტურული განვითარების შესაძლებლობა არ ეძლეოდა, იკრძალებოდა სომხური სკოლები. ასევე, არ გვეძლეოდა სულიერი განვითარების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სომხური ეკლესიის მშენებლობაც ვერ მოხერხდა. სომხები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ “ქართული ფაშიზმის” წინააღმდეგ ბრძოლაში.

ათასობით სომეხი გახდა აფხაზეთის გმირი, თუმცა დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ისინი ახალ აფხაზურ ფაშიზმს შეეჯახნენ.

მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომეხი მოსახლეობა აფხაზური ხელისუფლების თავდასხმების ობიექტი ხდება. აფხაზეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ამცირებს რესპუბლიკაში სომეხი მოსახლეობის რაოდენობას _ ჩვენ არ გვეძლევა ტაძრების მშენებლობის ნება, არ გვაძლევენ სომხური სკოლის, თეატრის და კულტურული ცენტრების გახსნის საშუალებას. ჩვენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ ჩვენი უფლებები შელახულიყო. ორგანიზაცია “კრუნკი” და აფხაზეთის სომხური საზოგადოება აცხადებს: აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას ყველა კანონიერი საფუძველი გააჩნია, აფხაზეთში სომხური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის შექმნისთვის.

ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს შიდა და საგარეო ვაჭრობის საკითხებზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, შიდა პოლიტიკური შეთანხმებების დამოუკიდებლად მიღება, თვითმყოფადობის შენარჩუნება, ენის, განათლებისა და ეროვნული კულტურის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ სომხური მოსახლეობა აფხაზეთში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენს, ამ ეტაპზე კმაყოფილდება სომხური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის შექმნით. აფხაზეთში სომხური ეროვნულ–კულტურული ავტონომიიისთვის ჩვენ ვითხოვთ გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს. აღსანიშნავია, რომ ამ რაიონებში, ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ. სომხური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის შექმნის შესახებ კანონპროექტი სომეხ დეპუტატებს ლ. გალუსტიანსა და რ. იალიანს გადაეცემა, რათა ის შემდგომში აფხაზეთის პარლამენტმა განიხილოს. ჩვენ, “კრუნკის” წევრები, ვიმედოვნებთ, რომ ძმური აფხაზი ხალხი გაგებით მოეკიდება მრავალტანჯული სომეხი ხალხის მოთხოვნებს და ჩვენ მოგვცემენ ეროვნულ–კულტურულ ავტონომიას აღნიშნულ რაიონებში”, _ ნათქვამია განცხადებაში.

იქნებ ვინმემ აგვიხსნას, ამაზე მეტი რა და როგორ უნდა თქვან, რომ დავიჯეროთ, ისინი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მტრები რომ არიან და რაც მთავარია, ამას საჯაროდ აღიარებენ. მაგრამ არა, სომხეთი ხომ ჩვენი მეზობელია და არ შეიძლება მათთან ცუდი დამოკიდებულება! ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის _ კი! ანალოგიური შინაარსის განცხადება ჩვენ რომ გაგვევრცელებინა, რომელიმე ქართულ ორგანიზაციას რომ ეთქვა, _ ქართველები მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანელების მხარეს იბრძოდნენ და ათასობით გმირი ჰყავთო, რა მოხდებოდა? ჩვენ კი თავი სირაქლემასავით მიწაში გვაქვს ჩარგული და ის თავი ვერ შევამჩნიეთ, ახალქალაქში რომ დადგეს _ აფხაზეთის ომის გმირის, მიხეილ ავაქიანის ბიუსტს ვგულისხმობთ; იმ კაცისა, რომელსაც გმირის ორდენი აქვს აფხაზეთში ქართველთა ჟლეტისთვის და რომელსაც საქართველოში ძეგლი დავუდგით და მისი სახელი უკვდავყავით. ასე გამოვხატეთ მადლიერება ქართველების დახოცვისთვის და ახლა ირანელებმა რომ მოგვთხოვონ შაჰ აბასის ბიუსტის ან მონღოლებმა ჩინგიზ ყაენის ძეგლის დადგმა, რა მიზეზით უნდა ვუთხრათ უარი?!

არის ასეთი პიროვნება _ სურენ აივაზიანი, რომელიც სომხეთის აკადემიის აკადემიკოსია. ჰოდა, ეს კაცი, სადაც კი შანსი მიეცემა, იქნება ეს მსოფლიო ფორუმები თუ საერთაშორისო კონფერენციები, ხმამაღლა გაჰკივის, რომ მისი სამშობლო ოკუპირებულია და ოკუპანტები ქართველები არიან.

“პირველი სომხური სახელმწიფო შეიქმნა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა გურიაა და ქართველები სახლობენ. შავი ზღვის უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენი იყო და ახლა ქართველებისაა. ქართველებმა მიითვისეს სომეხი კნიაზის მიერ დაწერილი პოემა “ვეფხისტყაოსანი”, ქართველებმა მიითვისეს სომეხი მეფის, გიორგი ბაგრატუნის, მიერ აშენებული სვეტიცხოვლის ტაძარი და ეს ხომ უნდა დასრულდეს? ხომ უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა?” _ ეს არის ამონარიდი სომეხი აკადემიკოსის იმ მრავალი განცხადებიდან, რომლებსაც ის აკეთებს.

სხვათა შორის, როცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთში იმყოფებოდა, ხმამაღლა და გარკვევით თქვა, რომ სომხეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. იმის გამო, რომ ქალბატონ სალომეს განცხადებაში სრული სიმართლე იყო, სომხებმა ვერ და არ გააპროტესტეს, შეირგეს ოკუპანტის სახელი, მაგრამ ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლია. ქართველ პოლიტიკოსთაგან არავინ თქვა: პრეზიდენტმა ოკუპაციაზე განცხადება გააკეთა და ავყვეთო. ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა, ყველა დამუნჯდა და ეს მაშინ, როცა ზურაბიშვილს ანალოგიური რამ მინიშნებით მაინც რომ ეთქვა რუსეთზე, პოლიტიკოსები ერთმანეთს დაასწრებდნენ ტელეკამერების წინ კეკლუცსა და თავის მოწონებას, _ აქაოდა, ქვეყნის პირველი პირი ამ განცხადებას რომ აკეთებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეაქცია უნდა მოჰყვესო.

დარწმუნებული ვარ, იმავეს იზამდნენ ევროპული თუ ამერიკული ორგანიზაციები; შეიმუშავებდნენ რეზოლუციებს და რუსეთს საჯაროდ გააკრიტიკებდნენ, მაგრამ სომხეთზე ხმა არავინ არ ამოიღო. რატომ?

იმიტომ, რომ თურმე სომხებს საერთაშორისო ორგანიზაციებში ძლიერი ლობი ჰყავთ, რომ თურმე მათი გაბრაზება და წყენინება არ შეიძლება, რომ თურმე სომეხი ხალხი ჩვენი ისტორიული მეგობარია… რა ვიცი, ჩვენ ისტორიაში ასე გვასწავლეს, რომ, როცა ურიცხვი მტერი მოდიოდა თბილისის ასაღებად და საიმედოდ გამაგრებულ ქალაქს ვერაფერს უხერხებდა, ურჯულოებს ქალაქის კარიბჭის გასაღებს ძირითადად სომეხი ვაჭრები აძლევდნენ და ქალაქში შემოუძღვებოდნენ ხოლმეო.

სხვათა შორის, არც იმაზე ამოუღია ხმა ვინმეს, როცა ყარაბაღმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა. ყარაბაღს სომხეთი აკონტროლებს, სომხეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე დამლაგებელსაც კი არ ნიშნავენ და შესაბამისად, ეს აღიარებაც მათთან შეთანხმებით მოხდა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა კი კვლავ წყალი ჩაიგუბეს პირში და არაფერი უთქვამთ, ვითომ არც არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, ნაურუსა და ვანუატუს გავუგზავნეთ საპროტესტო წერილები: როგორ გაბედეთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება-თქო.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის “შემოვა მოდაში” საქართველოს ინტერესების დაცვა ნებისმიერ დონეზე, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი საგარეო პოლიტიკა ქვეყნისთვის, უბრალოდ, დამღუპველია. არავის არაფერს არ ვუპროტესტებთ; მზად ვართ, ნებისმიერი რამ ავიტანოთ და მოვითმინოთ, ოღონდ ეს თმენის ვალდებულება რუსეთზე არ გვაქვს. ეს იმიტომ, რომ ევროპამ და ამერიკამ მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ რუსეთს უნდა ვუჩხიკინოთ, უნდა გავაღიზიანოთ, უნდა გავაბრაზოთ… და ხომ მარტივად მტკიცდება ამით, რომ ევროპასა და ამერიკას, ჩვენი ბედი კი არა, რუსეთის უბედობა უფრო ადარდებს?! ხომ ფაქტია, რომ, როცა საქმე ტერიტორიულ მთლიანობასა და ისტორიულ ფასეულობებს ეხება, თუ საქმეში რუსეთი არ არის მოხსენიებული, ხმა არ უნდა ამოვიღოთ, უნდა შევეგუოთ, უნდა ჩავყლაპოთ?! ჰოდა ვიყოთ ასე _ დავუდგათ ძეგლები სეპარატისტებს, გამოვაცხადოთ ქართული ეკლესია-მონასტრები სომხურად და საქართველოსაც ჰაიასტანი დავარქვათ. რატომ არა, რო?!

ბესო ბარბაქაძე




წყარო : /www.geworld.ge/ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები