ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტებით მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა

05.04.19 17:30


'საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აეროპორტებში იანვარ-მარტში მგზავრთა ნაკადი 21%-ით გაიზარდა. 2019 წლის სამი თვის მონაცემებით, მაჩვენებელმა 1 014 732 მიაღწია, 2018 წელის ანალოგიურ პერიოდში კი აეროპორტები 839 518 მგზავრს მოემსახურა.

მარტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში - ინფორმაციას საზოგადოებრივი პირველი არხი ავრცელებს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით მარტში 21 664 მგზავრმა ისარგებლა, რაც გასულ წელთან შედარებით, 16%-ით მეტია. სამი თვის მონაცემებით კი, მგზავრთა ნაკადი 41 პროცენტითაა გაზრდილი და იანვარ-მარტში 51 916 მგზავრს მიაღწია. 2018 წელს კი 36 760 დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83 პროცენტით გაიზარდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი, მარტში 314 065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.




წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები