პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს პარლამენტი იმაზე ძლიერი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა

10.04.19 15:30


ბოლოდროინდელი რეფორმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი გახდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ხელისუფლების ანგარიშვალდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც ის, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

„ახლა საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც მე - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ანგარიშვალდებული ვარ პარლამენტისა და მისი წევრების - ხალხის რჩეულთა წინაშე. შედეგად, ბოლოდროინდელი რეფორმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი გახდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ძლიერი პარლამენტი კი ნიშნავს ძლიერ საპარლამენტო ზედამხედველობას. ამიტომ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულება. გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის ინფორმირება ჩვენი მიმდინარე ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ. განზრახული გვაქვს მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება და მეტი ანგარიშვალდებულება ვიკისროთ“, - განაცხადა პრემიერმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1279


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები