მსოფლიო

იტალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა

11.04.19 18:00


იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ 10 აპრილს ქვეყნის მთავრობას მოუწოდა გენოციდად ოფიციალურად აღიაროს 1915-16 წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკველობები.

რეზოლუციას მხარი 382-მა დეპუტატმა დაუჭირა, არცერთმა წინააღმდეგ, 43-მა თავი შეიკავა.

ჯერ კიდევ 8 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში იტალიის ელჩი დაიბარა და იტალიელი დეპუტატების ინიციატივასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. თურქეთის მთავრობა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში 300-500 ათასი სომეხის დაღუპვას აღიარებს, მაგრამ მათ გენოციდს კატეგორიულად უარყოფს.

2016 წელს გერმანიამ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი განადგურება გენოციდად გამოაცხადა, რამაც თურქეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

გერმანიის გარდა სომხების გენოციდი აღიარეს საფრანგეთმა, რუსეთმა, ვატიკანმა, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა და სხვა რამდენიმე სახელმწიფომ.





წყარო : /www.ghn.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები