პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს

12.04.19 10:20


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირობას დებს, რომ ხელისუფლება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს უზრუნველყოფს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ საზოგადოებისგან კონკრეტული გზავნილი მიიღო.

„შარშან საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში ჩვენი მოქალაქეებისგან მივიღეთ კონკრეტული გზავნილი, რომ საზოგადოება ჩვენგან ელოდება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს და მე მსურს შეგპირდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველყოფთ სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები