პოლიტიკა
12.04.19 14:15
სლოვაკეთში PERC გენერალური საბჭოს მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
ღონისძიებაში პროფკავშირების მსოფლიო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, ხოლო შეხვედრას პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვება.
ირაკლი პეტრიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ დროულად და ადეკვატურად გასცეს პასუხი თანამედროვეობის გამოწვევებს. იმ ფონზე, როდესაც გლობალურად დგას დემოკრატიის დეფიციტის, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური პრობლემები, რიგი ქვეყნების ლიდერები სოციალური დიალოგის წარმოების ნაცვლად ამჯობინებენ კონფლიქტებსა და შეიარაღების გაზრდაზე გააკეთონ აქცენტი.
შესაბამისად, საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას, საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობას და პან ევროპული რეგიონული საბჭოს რეგიონის ქვეყნების პროფესიულ ორგანიზაციებს განსაკუთრებით, ესაჭიროებათ იყვნენ მაქსიმალურად აქტიური არსებული გამოწვევების ადეკვატური გადაწყვეტილებების ძიების პროცესში.
ორდღიან კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორისაა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოს კონსტიტუცია და მისი მუხლები, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ჩართულობა გლობალური მნიშვნელობის საკითხებში. შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ მულტინაციონალურ კომპანიებსა და კორპორაციებში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სხვადასხვა ქვეყნებში პროფკავშირის შიდა დემოკრატიის გამოწვევებსა და კრიზისებზე, პროფკავშირებს შორის ურთიერთობებზე და მათ როლზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ბელორუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის „ბიტუს“ მიმართ მხარდაჭერაც გამოხატეს, რომელიც ბოლო პერიოდში სერიზული ზეწოლის ობიექტი გახდა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24