პოლიტიკა

ირაკლი ბერაია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

12.04.19 16:00


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პულისს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს და ალიანსის გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ასევე 2019 წლის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება შეაფასეს.

„განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების წარმატება და მისი მნიშვნელობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრაზე სასაუბრო თემებს აგრეთვე განეკუთვნებოდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი კოორდინაციის და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს დაეთმო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი ბერაიას და როსარია პულისის შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც გამახვილდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები