პოლიტიკა

"ვერავინ ვერ შემაჩერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას... ძალიან გაუჭირდებათ პროვოკაციის გაკეთება"-სანდრა რულოვსი

12.04.19 16:45


გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. სანდრა რულოვსის განცხადებით ის უკვე ორი კვირაა ზუგდიდში მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს და მას მუდმივად დაჰყვებიან და უთვალთვალებენ. მისივე თქმით სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები ცდილობენ რომ მოახდინონ პროვოკაციები. რულოვსის თქმით, მსგავსი პროვოკაციებით მას ვერ შეაჩერებენ:

„ვითხოვთ, ჩვენი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია იყოს გათავისუფლებული.

სისულელეა, რომ პოლიციას არ დაემორჩილა, სწორედ ამას ედავებიან. ორი კვირაა, მშვიდობიან შეხვედრებს ვატარებთ და დაგვსდევენ გადაცმული პოლიციელები. აწყობენ პროვოკაციებს, მოსახლეობასთან შეხვედრებში გვიშლიან ხელს. ვერავინ შემაჩერებს, რადგან ხალხს არ ეშინია. ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩაატაროს მონიტორინგი, რათა არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები. მათ ჩემი გამარჯვების ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რა კარგი მიდგომა აქვს ამ ქალს ხალხთან და გამარჯვების პერსპექტივა აქვს. მათ კი უნდათ ქურდობის გაგრძელება და კანდიდატიც ამ გუნდიდან ჰყავთ. ამ გუნდს მერი ყავს ციხეში და ეს გუნდი გვთავაზობს კანდიდატს. პოლიციელებს მოვუწოდებ, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, ებრძოლონ კრიმინალს.“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები