პოლიტიკა

მამუკა ბახტაძემ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

12.04.19 18:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელახლა არჩევას.

მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა, გავაფართოვოთ საქართველო-ისრაელის ურთიერთობები და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის აუთვისებელი პოტენციალი“, - დაწერა მამუკა ბახტაძემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები