პოლიტიკა
15.04.19 10:30
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრანტებს დედაენის დღეს ულოცავს. როგორც ოდიშარია აღნიშნავს, მშობლიური ენის ცოდნას ქართულ დიასპორაში საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას.
,,ძვირფასო მეგობრებო, უცხოეთში მცხოვრებო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მოქალაქეებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – „დედაენის დღეს“.”წ
ითელი რეჟიმის” წნეხის მიუხედავად, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა საზოგადოებამ, ჩვენმა ღირსეულმა წინამორბედებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და თავგანწირვის შედეგად, შეგვინარჩუნეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ახალგაზრდებისათვის შესაძლოა უცნობია ის ფაქტი, რომ საბჭოთა იმპერიის მაშინდელ გადაწყვეტილებას საბჭოეთის სხვა რესპუბლიკებშიც მოჰყვა უკმაყოფილება, თუმცა სახალხო დაუმორჩილებლობა მხოლოდ ქართველებმა გაბედეს.
წარსულშიც და ახლაც, ჩვენს საზოგადოებას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. სწორედ ამიტომ მსურს, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო უცხოეთში მოღვაწე ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებს, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შეგირდებსა და ოჯახის წევრებს, რადგან, სწორედ მათი დამსახურებაა მეორე და მესამე თაობის ემიგრანტებში ქართული ენისა და იდენტობის შენარჩუნება.მეგობრებო, თქვენ ჩვენი დროის გმირები ბრძანდებით!
გარწმუნებთ, ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ თქვენს ამ ფასდაუდებელ ღვაწლს!
ვფიქრობ, ამ სიტყვებით ყველა ჩვენი თანამოქალაქის თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გამოვხატავ. მშობლიური ენის ცოდნას ქართულ დიასპორაში, საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენისა. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთხილება და სიყვარული.
დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქართული და კავკასიური ენების დაცვა-შენარჩუნება.დედაე
ნის დღე მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოში სახელმწიფო ენაა, რომელსაც, ანალოგიურად, სჭირდება დაცვა და გაფრთხილება. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო “დედაენის დღეს”, -აღნიშნავს ოდიშარია.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24