საზოგადოება

ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი და ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა - ილია მეორე "დედა ენის დღესთან" დაკავშრებით

15.04.19 11:00


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე "დედა ენის დღის" მნიშვნელობასა და 41 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ ქართულ ენას მტერი ემუქრებოდა, ხოლო ახალგაზრდებმა დაიცვეს საკუთარი ენა და ყოველი ასეთი გასაჭირის დროს ხალხის ერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„იმ დროს როცა, ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“-განაცხადა ილია მეორემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები