პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

15.04.19 11:30


პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

როგორც „კვირას“ დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, იგი, თანამოაზრეებთან ერთად, ახალ პოლიტიკურ მოძრაობას საზოგადოებას ივნისში წარუდგენს.

„მე, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ვაყალიბებ. როგორც კი შუალედური არჩევნები დასრულდება, ივნისის შუა რიცხვებში, საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენი მოძრაობის გეგმებს. ბევრად სხვანაირი გამოწვევები გვექნება. არ შეიძლება, ფრაგმენტულად ქვეყანაში რაღაცა გამოსწორდეს. რაც შეეხება პარტიის სახელწოდებას, ამ ეტაპზე, არ გავამხელ, რადგან ის იმ ადამიანის საკუთრებაა, ვინც შექმნა ეს სახელწოდება და თავად გაამჟღავნებს. ჩვენ შეთანხმებული ვართ და შეთანხმებას ვერ დავარღვევ“, – განუცხადა „კვირას“ დავით ჭიჭინაძემ.

ამასთან, დავით ჭიჭინაძემ „კვირასთან“ საუბრისას, აღნიშნა, რომ მის პოლიტიკურ მოძრაობაში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატები – ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი არ იქნებიან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები