საზოგადოება

საგარეო უწყება ცეკვის ანსამბლ „გორდას“ ისრაელში არშეშვებაზე - საეჭვო გახდა ის, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი

15.04.19 13:40


ქართული ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. საგარეო უწყების ცნობით, ისრაელში წასული ანსამბლის შემადგენლობა საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება.

ამ დროისთვის ისინი ისრაელის სადეპორტაციო განყოფილებაში იმყოფებიან, რომელთა მოსანახულებლად საქართველოს კონსული მივიდა.

„14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდა"-ს 17- კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე. ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგელობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია myway, რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 საათზე.

საქართველოს კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში გაემგზავრა. ასევე, კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და სთხოვა, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე,” - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები