პოლიტიკა

ბესელიამ იურიდიული კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა

15.04.19 14:30


დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მსჯელობენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, კომიტეტზე საკითხის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს.

“სამწუხაროდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია. ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სურვილებს და ნებას.

როდესაც კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს, იქ შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია. ამიტომ დღეს პირადად მე პროტესტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ ამ სხდომაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამ საკითხებზე ძალიან მწვავე დისკუსიებს პლენარულ სხდომაზე გავაგრძელებ, როცა ეს საკითხი გამოვა”,- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტი პროცედურებს დემონსტრაციულად არღვევს, ისევე როგორც პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნებოდა, საკითხს მეორე მოსმენით არ განიხილავდნენ.

“ეს ნიშნავს, რომ ყველფრის ფასად ხდება კობახიძის იმ პროექტის გატანა, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილი არ არის. ეს დაწერილია იმ ჯგუფის მიერ, ვინც 10 კაციანი სია შეადგინა და ლობირებდა”,- აღნიშნა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები