საზოგადოება

კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს

15.04.19 17:00


სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევა თბილისის სხვადასხვა უბნის 10 სკოლაში ჩატარდა და შედეგები საკმაოდ მძიმეა.

„გამოიკითხა 500 მოსწავლე, საიდანაც 55% ბიჭია, ხოლო 49% გოგო.

გამოკითხული იყვნენ სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12-ე კლასების ჩათვლით(ასაკობრივი ჯგუფი 14-დან 18 წლამდე). შედეგად, გამოკითხული მოზარდების 49% აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან(14-იდან 18 წლის ჩათვლით). სტატისტიკას მნიშვნელოვნად ამძიმებს ის ფაქტი, რომ აშკარად იკვეთება მოთამაშე მოზარდების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ასაკის მატებასთან ერთად. თუ გამოვიკვლევთ ასაკობრივ ჯგუფს 15-დან 18 წლის ჩათვლით, მოზარდების სტატისტიკა მნიშვნელოვნად იზრდება და შეადგენს 59%. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კვლევის მიხედვით გამოკითხული ბიჭების 56%-ს, ხოლო გოგონების 44%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან", - განაცხადა გუგა ბესელიამ.

მისივე თქმით, არასრულწლოვნები ონლაინ-საიტებზე "ძალიან მარტივად" რეგისტრირდებიან.

"ჩავეძიეთ თემას, თუ როგორ რეგისტრირდებიან მოზარდები ონლაინ-საიტებზე და აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია ძალიან მარტივად ხდება, რადგან თვითონ ინტერნეტ სამორინეებს აქვთ ძალიან სუსტი კონტროლის მექანიზმი ამ მიმართულებით. ეს არის სწორედ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა. სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს, რომ საჯარო რეესტრთან წვდომა ჰქონდეთ ონლინ სამორინეებს, რადგან მან არ იცის, ვინ არის დამრეგისტრირებელი პირი. 500 000-მდე პირია საქართველოში ონლინ სამორინეში რეგისტრირებული, რაც ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად 20%-ია“, - განაცხადა გუგა ბესელიამ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები