საზოგადოება

ლაშა დარსალია გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

15.04.19 17:20


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-სთან აკრედიტებულ დომინიკის რესპუბლიკის, ესვატინ ის სამეფოს, მარშალის კუნძულების, მიკრონეზიის ფედერალური შტატებისა და სენეგალის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

ლაშა დარსალია მიესალმა გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დელეგაციებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური თემები.

ლაშა დარსალიამ მუდმივ წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები.

ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 15 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან, ასევე,საქართველოს იუსტიციის სახლის, სერვისების სააგენტოსა და სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობის სპეციფიკას.

ვიზიტის ფარგლებში გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელხურვალეთსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები