პოლიტიკა

„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველამ ისწავლა გაკვეთილი შემოდგომაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან“ - კარლ ჰარცელი

15.04.19 18:00


სამეგრელოში, სოფელ ნარაზენში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სანდრა რულოვსის თვალთვალის შედეგად, დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულს საქართველოში ევროკავშირის ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. ჰარცელი წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს:

„დასკვნა, რომელიც გამოვიტანეთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკმაოდ ნათელია. პოლარიზებული და დაძაბული გარემო პრობლემატური იყო ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ამომრჩეველს დამოუკიდებელი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებოდა. რაც შეეხება მაისში დაგეგმილ არჩევნებს, საჭიროა დაძაბულობის შემცირება.

დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველამ ისწავლა გაკვეთილი შემოდგომაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მაისის შუალედური არჩევნები უნდა გახდეს ნაბიჯი ნაკლებად პოლარიზებული და უფრო მეტად კონსტრუქციული დებატებისთვის“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები