პოლიტიკა

ცესკო-მ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

16.04.19 10:00


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

საარჩევნო სუბიექტებს რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომრები, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე ნომრები, დანარჩენ საარჩევნო სუბიექტს კი წილისწყრით მიენიჭათ რიგითი ნომრები.

საქართველოს პარლამენტის N1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და ექვს საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

გარდა ამისა, რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული არის 18 პოლიტიკური პარტია და ექვსი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიასა და ცხრა საინიციატივო ჯგუფს.

ცხრა საარჩევნო სუბიექტი, რომლებსაც წილისყრით რიგითი ნომრები მიენიჭათ:

1. „საქართველოს ძალ. ვეტერანთა პარტია“ – 33;

2. „თავისუფალი საქართველო“ – 9;

3. „სახალხო პარტია“ – 40;

4. „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ – 24;

5. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 21;

6. „გირჩი“ – 35;

7. „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – 38;

8. „ეროვნული საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ – 13;

9. „ქრისტიან დემოკრატები“ – 39.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები