პოლიტიკა

პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვია

16.04.19 10:30


საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვია.

16 აპრილს, მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსაც შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა იმყოფებიან.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები