საზოგადოება

სააგარეო უწყება საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხს გამოეხმაურა, რომლებიც საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვენ

16.04.19 12:00


საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კადრებში საფრანგეთის ქალაქ მონტპელიეში კარვებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვენ.

საგარეო უწყება განმარტავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა კარვებში განთავსება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საფრანგეთში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ბევრი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს და ფრანგული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ყველა უზრუნველყოს საცხოვრებლით.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არიან თავშესაფრის მაძიებლები, ეს უზღუდავს საქართველოს საკონსულოს მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია ფრანგული მხარისგან, ან დახმარება აღმოუჩინოს მათ. ხშირ შემთხვევაში თავად მოქალაქეებს არ სურთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან დაკავშირება, რადგან, მათი აღქმით ამან შესაძლოა შეაფერხოს მათთვის თავშესაფრის მინიჭება.

ამის მიუხედავად საქართველოს კონსული საფრანგეთში გაემგზავრება ქ.მონტპელიეში და ადგილზე მოინახულებს მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა საფრანგეთის ქ. ბოვეში რა დროსაც, ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს კონსული ჩავიდა ადგილზე მოქალაქეების მოსანახულებლად. გაესაუბრა მათ და გაეცნო მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. მათ უარი განაცხადეს საქართველოში დაბრუნებაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს ბოროტად არ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. საქართველო ევროპის, ევროკავშირის მხრიდან მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა დაბალია.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები