პოლიტიკა

„ჩვენს შორის იყო სერიოზული კონფლიქტი ჯერ ტელეფონზე და მერე ერთი-ერთზე... ივანიშვილმა მითხრა, რომ მე ვანგრევდი სასამართლოს და ვუთხრიდი მის ავტორიტეტს ძირს“ - უსუფაშვილი

16.04.19 12:20


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა უთხრა, რომ მის ავტორიტეტს ძირს უთხრიდა.

„პატივცემულო ბიძინა, 2015 წლის დეკემბერში, როცა მურუსიძე გადაინიშნა ახლად, ძველი ვადა დაუმთავრდა და ახალი ვადით დაინიშნა, იყო თუ არა ჩვენს შორის სერიოზული კონფლიქტი ჯერ ტელეფონზე და მერე ერთი-ერთზე. ვეკითხები ახლა და აქეთ მიპასუხოს, ამომიღია თუ არა ხმა. თუ მეკითხები, აქამდე სად იყავიო, გპასუხობ. თუ რამე სხვა კითხვა გაქვს კიდევ, აბა, დასვით და გიპასუხებთ...ბიძინას პირადად დავურეკე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რომ ეს იყო იმის წინააღმდეგი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით და ეს სასამართლო სისტემას ძალიან ცუდ დღეში ჩააყენებდა. ეს იყო ის დღე, როცა გიორგი კვირიკაშვილის ახალ მთავრობას ვამტკიცებდით პარლამენტი ქუთაისში. ივანიშვილმა მითხრა, რომ მე ვანგრევდი სასამართლოს, რომ მე ვუთხრიდი მის ავტორიტეტს ძირს“, - განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ და ისიც თქვა, რომ ივანიშვილმა შავგულიძის „ოცნების“ სიაში ჩასმაზე თავი მოიკლა.

„ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მოიკლა თავი შავგულიძეზე, ჩემი პარტიის სახელით უნდა გავიდეს არჩევნებშიო,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

სხვათა შორის, დავით უსუფაშვილი რამდენიმე დღის წინ, ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას დაესწრო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები