პოლიტიკა

„დაიცავი საქართველო“ იშლება - კახა მიქაიამ ორგანიზაცია დატოვა

16.04.19 13:45


„დაიცავი საქართველო“ კახა მიქაიამ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო".

ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად,
საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად!

რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში,“ - წერს მიქაია.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები