პოლიტიკა

თამაზ მეჭიაურმა, შესაძლოა, საკუთარი პარტია შექმნას

16.05.16 0:30


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა, შესაძლოა, საკუთარი პარტია შექმნას. ამის შესახებ მეჭიაურმა ”სპუტნიკთან” ინტერვიუში, თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა .

”ამ პოლიტიკურ ციკლს რაც შეეხება, მე ბოლომდე დავრჩები უმრავლესობაში, თუმცა თავისუფალი მანდატით. არ ვაპირებ ოპოზიციაში წასვლას ან სხვა პარტიასთან გაერთიანებას. არაა გამორიცხული, თანამოაზრეებთან ერთად პარტია შევქმნა. ძირითადად ეს იქნება პროქართული ძალები ეროვნული შეხედულებებით და არა პრორუსული, როგორც ამას ახლა ეძახიან. ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან”, - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, დარჩება თუ არა პარტია ”ქართული ოცნებაში”, მომავალ კვირას, მოქმედ და ყოფილ პრემიერმინისტრებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები