საზოგადოება

ავარიის დროს დაშავებული მორაგბეების და მათი მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია

25.07.16 15:35


ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

„დილის მდგომარეობით სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ცვლილებებისა და გაუარესების გარეშე“, - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, პალატაში რჩება მერაბ კვირიკაშვილი, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები