პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ

18.04.19 15:40


„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შედგა.

„არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი არ უნდა იყოს.

რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება.

პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე შეთავაზება, რაიმე საკითხის განხილვა, მოგვარება ან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია, დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები