საზოგადოება

შეფერხება თბილისის მეტროპოლიტენში მატარებლის ძრავის გადახურების გამო

19.04.19 11:15


18 აპრილს, საღამოს, თბილისის მეტროპოლიტენში, პირველ ხაზზე, ნახევარი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო მოძრაობა.

მეტროსადგურ “300 არაგველზე” მატარებლიდან მგზავრები გადმოსხეს, რის შემდეგაც შეიზღუდა მატარებლების გადაადგილება ვარკეთილის მიმართულებით. მოძრაობა 22.30 საათზე აღდგა.

მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხება მატარებლის ძრავის გადახურებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ეს შემადგნელობა გასაჩერებელ ჩიხში გადაიყვანეს და პირველ ხაზზე შეფერხება სწორედ ამან გამოიწვია.

პრესსამსახურის ცნობით, ჯერჯერობით დგინდება, რამ გამოიწვია მატარებლის ძრავის გადახურება.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები