საზოგადოება

შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 8 საათის განმავლობაში, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება

19.04.19 11:45


19 აპრილს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება შარტავას ქუჩაზე.

ამის მიზეზი შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოებია. ხიდის დემონტაჟი 18 აპრილს დაიწყო.

ინფორმაციას მოძრაობის შეზღუდვის შესახებ შსს ავრცელებს.

“ სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები