პოლიტიკა

სოფიო კილაძე: მინისტრების გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

19.04.19 13:00


პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ მინისტრების გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

​„არ ვარ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, დეტალები ჩემთვის უცნობია. ზოგადად, ჩვენთან კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, მისი უფლებამოსილებაა, გადაწყვიტოს კონკრეტული მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მან ეს უფლებამოსილება გამოიყენა“, - განუცხადა კილაძემ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერსა და გიორგი ქობულიას შორის დაპირისპირება, სოფიო კილაძემ აღნიშნა: „ჩემთვის არანაირი დეტალი და საერთოდ, ეს თემა საერთოდ არ ყოფილა ცნობილი“.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა და ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები