პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგს გამართავს – პრემიერი, სავარაუდოდ, ქობულიას გადადგომის მიზეზსაც განმარტავს

19.04.19 13:20


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა ჩატარდება.

როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური აღნიშნულ ბრიფინგზე ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებითაც გააკეთებს განმარტებას.

ცნობისთვის, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია.

პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე – ნათია თურნავა დაინიშნა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები