პოლიტიკა

ესტონეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრაზე - საქართველოში ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ თუ რისი გაკეთება შეიძლება

19.04.19 13:50


ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ღია გულით მოვედი. ამას გულწრფელად ვამბობ. ვიგრძენი, რომ ეს ორმხრივი იყო. თუნდაც საუბარის იმ ნაწილში, რომელიც უკრაინას, საქართველოსა და სხვა საკითხებს ეხებოდა, რომელზეც ჩვენ თანხმობა არ გვაქვს“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს შესახებ რაზე ისაუბრეს, კერსტი კალიულაიდიმ უპასუხა:

„საქართველოში ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ თუ რისი გაკეთება შეიძლება“, - დასძინა მან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები