საზოგადოება

აჭარაში გიდებისთვის ხარისხის მინიჭება დაიწყო

25.07.16 16:05


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტ „რეკომდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება დაიწყო, იტყობინება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიზანია ხელი შეუწყოს გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას რეგიონში. პროექტში ჩართული გიდებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ხარისხის ნიშანი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა მათი მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და კონკურენციის გაზრდისთვის. პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის გიდისათვის შესაბამისი ხარისხის მინიჭება.

პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზეwww.recommend.ge. მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება ტესტირებისა და პრაქტიკული ტურების ჩატარების შედეგად მოხდება. შედეგებს სპეციალური ტექნიკური კომიტეტი შეაფასებს, რის შემდეგაც მოხდება გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება.

პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ახალი კომპონენტი ემატება. თუკი აქამდე პროექტის ფარგლებში ხარისხის ნიშანს მხოლოდ კვებისა და განთავსების ობიექტებს ენიჭებოდათ, ახლა ამას ემატება გიდებიც. პროექტი არის ნებაყოფლობითი და მასში ჩართვა აჭარაში დასაქმებულ ნებისმიერ გიდს შეუძლია.

"ჩვენი პროექტი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს გიდების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი ეს გაზრდის კონკურენციას თავად მოქმედ გიდებს შორის,“ განაცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა პროექტის პრეზენტაციისას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები