პოლიტიკა

პრემიერი - ნათია თურნავას ამბიციური დავალებები ექნება შესასრულებელი

19.04.19 14:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს მედიას ოფიციალურად წარუდგინა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, ნათია თურნავა არის მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით და მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

რაც შეეხება გორგი ქობულიას, მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი და მან შეძლო განვითარების სტრატეგიების შექმნა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალ მინისტრს ამბიციური დავალებები ექნება შესასრულებელი.

„გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მაგივრად დაინიშნა ნათია თურნავა. გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად მიმართულებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აერთიანებს, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც მომავალში გამოგვადგება. ნათიასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისევე საჯარო სექტორში. ნათია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით.

ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩემი შეხედულებით, ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება მას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და მკაცრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი დავალებებს თავს წარმატებით გაართმევს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები