პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი: შავი ზღვა საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება

19.04.19 16:00


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო.

"ჩვენ წლების განმავალობაში ვცდილობდით, მიგვეტანა გზავნილი ჩვენს პარტნიორებამდე, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე. ამ პოზიციას უფრო და უფრო მეტი დასავლელი მეგობარი იზიარებს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველომ ნატოს ქვეყნებთან გაზარდოს ურთიერთობები შავი ზღვის რეგიონში.

"როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო სისტემა.

საქართველომ უფრო მეტად უნდა გაზარდოს ვაჭრობა ევროკავშირთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო მზადაა, მხარი დაუჭიროს რუმინეთსა და ბულგარეთს, რადგან ამ ორ ქვეყანას ევროკავშირის რეგიონში ვაჭრობის დიდი პოტენციალი აქვს.





წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები