პოლიტიკა

ბახტაძე: ავლაბრის რეზიდენციაში მისვლა ყველა ტურისტს შეეძლება და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა

19.04.19 16:30


ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა, სადაც საქარველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს შეეძლება მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციისთვის ახალი ფუნქციის შეძენას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრებისმასპინძლობა.

„თქვენ კითხვას სვამთ, რატომ გვექნება ორმაგი ხარჯი. ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ეს ერთი და იგივე ფუნქცია არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა საქართველოს მოქალაქეების ფულით, გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია, ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი ამ რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები