პოლიტიკა

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი USS Ross (DDG 71) შემოვიდა

22.04.19 10:00


ბათუმის ნავსადგურის მეათე ნავმისადგომზე აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross (DDG 71) შემოვიდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში და იგი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეებისა მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“ – განაცხადა ხომალდის მეთაურმა კაპიტანმა Dave Coles-მა, „ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას.“

ხომალდი USS Ross წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Ross-ის მეთაურია კაპიტანი David Coles. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 9.4 მეტრი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები