პოლიტიკა

“ჩვენი მოთხოვნაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა” – პანკისის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია პარლამენტთან

22.04.19 10:45


არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან. მათ მხარდაჭერა, პანკისის მოსახლეობას გამოუცხადეს.

გუშინ სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან შეკრება ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ დააორგანიზეს. მონაწილეებმა შს სამინისტროს მხრიდან მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმეს და ხელისუფლებას გონივრულობისკენ მოუწოდეს.

პანკისელების სოლიდარობის აქცია თბილისში დღესაც გაიმართება.

„ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ იმ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ვნახეთ პანკისში, როდესაც ხელისუფლებამ, საკუთარ მოსახლეობას რომელიც სამართლიანად იყო გაბრაზებული და გამოხატავდა პროტესტს ჰესების მიმართ, სამწუხაროდ წინ დაუყენა საპოლიციო ძალა, შეიარაღებული სპეცრაზმი და არ შექმნა, საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნორმალური და ჯანსაღი ფორმატი,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა.

აქციის მონაწილეებმა პასუხისმგებლობა ორ – შს და ეკონომიკის სამინისტროებს დააკისრეს. მათ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დანიშნული ნათია თურნავასგადაყენება მოითხოვეს.

„ჩვენი მოთხოვნა არის ეკონომიკის მინისტრის გადადგომა. იმიტომ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დღეს მასზეა. ვინაიდან ის მოქმედებები რაც პანკისის ხეობაში მოხდა, მისი მოთხოვნის შედეგია,“-აცხადებს საია-ს წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები