მსოფლიო

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია

22.04.19 11:15


ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,2%-ით გაიმარჯვა.

მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მხარი ამომრჩევლის 25.3%-მა დაუჭირა.

არჩევნების მეორე ტურამდე არაერთი გამოკითხვის შედეგი გამოქვეყნდა.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა კომპანია „რეიტინგმა“ წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ ზელენსკის გამოკითხულთა 52 პროცენტი უჭერდა მხარს, პეტრო პოროშენკოს კი 19 პროცენტი. გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული 19 პროცენტს, 10 პროცენტი არჩევნებზე მისვლას საერთოდ არ აპირებდა.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13000 ამომრჩეველი, ცდომილება კი ორი პროცენტია.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები